|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის გამოცხადებული 39 ტენდერი ჩავარდა

მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის მიერ სხვადასხვა სამუშაოების შესყიდვისთვის 118 გამარტივებული ტენდერი გამოცხადდა.

"ნიუპრესის" ინფორმაციით,  ხელშეკრულება 67 ტენდერზე გაფორმდა. მათგან უმეტეს ტენდერში მხოლოდ 1 ან 2 პრეტენდენტი მონაწილეობდა. 

არ შედგა 39 ტენდერი, რის გამოც მერიამ გამარტივებული ტენდერები განმეორებით გამოაცხადა.

მიმდინარე წელს მერიის გადაწყვეტილებით, შეწყდა 8 ტენდერი, მათ შორის არის დროშის დგარის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი, უარყოფითი შედეგით დასრულდა 4 ტენდერი.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების ჩავარდნის ტენდენციაზე საუბრობს ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია. "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი ფაქტს მერიის არაკვალიფიციურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ არასწორი მენეჯმენტისა და არაკვალიფიციურიობოს გამო მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი პროექტები არ სრულდება, ან დროში  ჭიანურდება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ოპონენტები მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ტენდერებში გათვალისწინებული მოთხოვნები არარეალისტურია, რის გამოც უნდა მოხდეს პირობების გაუმჯობესება.

 

ციფრები იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებია.

ქუთაისის მერიას არასწორ მენეჯმენტსა და არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებენ

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა