|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, გაყალბებაზე პასუხი იქნება ძალიან მკაცრი - მიხეილ სააკაშვილი

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, არ წაგიცდეს ხელი გაყალბებაზე, იმიტომ რომ გაყალბებაზე პასუხი იქნება ძალიან მკაცრი. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ შემაჯამებელ შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას.  

„მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, არ წაგიცდეს ხელი გაყალბებაზე, იმიტომ რომ გაყალბებაზე პასუხი იქნება ძალიან მკაცრი. გაყალბებაზე პასუხის არ იქნება დაჩმორება და უკან დახევა. გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება,  შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება ძალიან სწრაფად. პასუხი გაგეცემა პირადად ძალიან მკაცრად“,  -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 მისი თქმით, გამარჯვებამდე დარჩა 48 საათი.  

ავტორი: ნიუპრესი