|
  • EUR 1 = GEL 3.4817
  • USD 1 = GEL 3.0633
|

"მინდოდა "ორმაისობას" ჩემს ქალაქში მემღერა"- ქუთაისელი მომღერლების პროტესტი

ქუ­თა­ის­ში 2 მა­ისს გა­მარ­თუ­ლი სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი "გვი­რი­ლო­ბა", სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბას­თან ერ­თად, ზო­გის­თვის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზიც გახ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ღერ­ლე­ბის - ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ი­ას, მა­რი­ტა როხ­ვა­ძი­სა და ია ტო­მა­შის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ მე­რი­ა­ში მათ გა­ნუ­ცხა­დეს, თით­ქოს ქუ­თა­ი­სის დღე­სას­წა­ულ­ზე მომ­ღერ­ლე­ბი თბი­ლი­სი­დან შე­არ­ჩი­ეს. შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბას დაბ­ლოკ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"წე­სით, მეც უნდა ვუმ­ღე­რო­დე ჩემს ქა­ლაქს, მაგ­რამ რად გინ­და, სა­ერ­თოდ გა­ახ­სენ­და ვინ­მეს? საკ­მა­ოდ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქუ­თა­ი­სე­ლის სათ­ქმე­ლი ვთქვი. მე­წყი­ნა და გული დამ­წყდა, არ ვიცი, რა­ტომ ხდე­ბა ასე. თით­ქმის ყო­ველ­თვის გვე­ძა­ხი­ან თბი­ლი­სო­ბა­ზე, ვა­ფა­სებ და მად­ლო­ბა ამის­თვის. მი­უ­ღე­ბე­ლია პა­სუ­ხი, თით­ქოს თა­ვად ვერ არ­ჩე­ვენ მომ­ღერ­ლებს, ფაქ­ტია, 90% კონ­ცერ­ტებ­ზე არა­ქუ­თა­ი­სე­ლია. მე სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რი ვარ და არა­სო­დეს გა­მო­მი­ხა­ტავს რა­ი­მე პო­ზი­ცია. ერ­თა­დერ­თი, მინ­და მოგ­ვე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ვიმ­ღე­როთ და ჩვე­ნი საქ­მე ვა­კე­თოთ. რომ მჭირ­დე­ბო­და, მთე­ლი ქუ­თა­ი­სი და იმე­რე­თი მედ­გა გვერ­დით, ახლა რა მოხ­და არ ვიცი. უბ­რა­ლოდ, გა­მე­ხარ­დე­ბო­და, ქუ­თა­ი­სო­ბას ქუ­თა­ის­ში მემ­ღე­რა", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ტა როხ­ვა­ძემ.

"არც ერთ "გვი­რი­ლო­ბა­ზე" მი­ვუწ­ვე­ვი­ვარ მე­რი­ას. ვფიქ­რობ­დი, რომ არ მოვ­წონ­ვარ ქუ­თა­ისსთქო და არ გა­მო­მი­ხა­ტავს პო­ზი­ცია, მაგ­რამ ახლა, ვხე­დავ, რომ სხვე­ბიც გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი არი­ან. არ ვიცი, რა­ტომ ხდე­ბა ასე. ვის უნდა ვკი­თხო, ვინ მოგ­ვცემს რე­ა­ლურ პა­სუხს, მერი თუ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი? არა­და, მინ­დო­და ქუ­თა­ის­ში მემ­ღე­რა, ბევრ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ და მარ­თლა გული დამ­წყდა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი თა­ვად არ­ჩევ­დეს, ვინ იმ­ღე­რებს და ვი­ღაც არ მოს­წონ­დეს, მაგ­რამ რომ ნა­ხეს ქუ­თა­ი­სე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი არ მღე­როდ­ნენ, არ შე­ეძ­ლოთ კო­რექ­ტი­რე­ბა შე­ე­ტა­ნათ?" - გა­ნა­ცხა­და ია ტო­მაშ­მა.

"წლე­ბია ქუ­თა­ის­ში არ­ცერთ კონ­ცერ­ტზე არ მე­ძა­ხი­ან. ვერც კი ვი­გებ, რო­დის რას გეგ­მა­ვენ და ატა­რე­ბენ. არ ვიცი, რა­ტომ ხდე­ბა. თუ გვბლო­კა­ვენ თა­ვის თავს და­აბ­რა­ლონ, ეგე­ნი ყვე­ლა­ნი დრო­ე­ბით არი­ან მანდ და მე კი იქ ვარ, სა­დაც უნდა ვიყო. როცა მე­რი­ის კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბას ვე­კი­თხე­ბით, რა­ტომ არ გვე­ძა­ხი­ან, გვპა­სუ­ხო­ბენ, რომ თბი­ლი­სი წყვეტს და არა ისი­ნი. თუმ­ცა, ჩემ­თვის არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია ეს პა­სუ­ხი, რად­გან თუ თბი­ლი­სო­ბას გვე­ძა­ხი­ან, რა­ტომ არ გვე­ძა­ხი­ან ქუ­თა­ი­სო­ბა­ზე? გუ­ლის­წყრო­მა ბევ­რმა გა­მო­ხა­ტა, უბ­რა­ლოდ, სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვას მო­ე­რიდ­ნენ და ჩვენ გა­ვახ­მა­უ­რეთ ბევ­რის სათ­ქმე­ლი",- გა­ნა­ცხა­და ინ­დი­რა ჯგერ­ენა­ი­ამ.

მომ­ღერ­ლე­ბის პრე­ტენ­ზი­ებს ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში არ იზი­ა­რე­ბენ და გან­მარ­ტა­ვენ, რომ მერიას არა­ვინ და­უბ­ლო­კავს:

"მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ქუ­თა­ისს" იყო მიშა მდი­ნა­რა­ძის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც, რო­გორც ავ­ტორ­მა, თა­ვად გა­და­წყვი­ტა, ვინ იმ­ღე­რებ­და, მათ შო­რის იყ­ვნენ ქუ­თა­ი­სე­ლე­ბიც - სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე და გი­ორ­გი მე­ფი­საშ­ვი­ლი. ზო­გა­დად, მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი წყვეტს მომ­ღერ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას და ავ­ტორს ენი­ჭე­ბა სრუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ჩვენ ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მივ­მარ­თეთ შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს, მათ მოგ­ვცეს უფ­ლე­ბა და გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არა­ვის დაბ­ლოკ­ვა არ მომ­ხდა­რა", - გა­ნა­ცხა­დეს ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში.

ქუ­თა­ის­ში სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი "გვი­რი­ლო­ბა" 2 მა­ისს გა­ი­მარ­თა, რომ­ლის გალა-კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ჰო­ნო­რა­რე­ბის­თვის ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან 39 500 ლარი და­ი­ხარ­ჯა. კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მუ­სი­კო­სე­ბი: გი­ორ­გი მე­ფი­საშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე, სა­ლო­მე კორ­კო­ტაშ­ვი­ლი, სოფო გე­ლო­ვა­ნი, ეკა დო­ლი­ძე, თემო სა­ჯა­ია, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი და DJ ძაპა.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 54.35%
უარყოფითად - 41.3%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.35%
სულ - 46 ხმა