|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მინიმუმ 2 წელი"- ამერიკის ციხეში მყოფი ავთანდილ ხურციძე დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს

ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, ალბათ, მეტს მივაღწევდი - წერს ამერიკის ციხეში მყოფი ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე. 

ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე სოციალურ ქსელში დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს.

"ეხლა მოემზადეთ კარგი ამბავი უნდა გითხრათ: მე წავაგე კატრანი, ანუ არალეგარული თამაშები. ეს არის მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 5. ასე რომ 5 წელზე მეტს ვერ მომცემენ ჩემს შემთხვევაში... 1 წელზე მეტი ვზივარ აქ 10 თვე ერთ წლად ითვლება, კიდევ კარგი ყოფაქცევა... 2 წელი და ეგაა. ეს არის უტყუარი ინფორმაცია და ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმატორებს, 40 წელი ტერორისტი კი არა ვარ", -წერს ხურციძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, ციხეში კარგი პირობები აქვს, ვარჯიშობს და მომავალი თამაშებისათვის ემზადება. 

"გულშემატკივრებს გაცნობებთ რომ მე არ შემიჩერებია ჩემი საყვარელი ნამდვილი საქმე... ბრძოლებსაც რომ მიტარებდნენ, გეუბნებით ცუდ ადგილზე არა ვარ. ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, ალბათ მეტს მივაღწევდი. რომ დამიჭირეს და მეორე დღეს ქათმის ბარკალი მომიტანეს და მერე გულის გასაგრილებლად ნაყინი, მეთქი ვიღაც მეღადავება... "

როგორც ცნობილია, ხურციძე  ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს, მოსამართლე კი გადაწყვეტილებას სექტემბერში გამოაცხადებს.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა