|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა კახიშვილი ინდონეზიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას შეხვდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მოწვევით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ინდონეზიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. 

დელეგაციას ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი იასონა ლაოლი ხელმძღვანელობს. სტუმრებს შორის არიან მინისტრის მრჩეველი იან სიაგიანი, სასჯელაღსრულების გენერალური დირექტორი ვაიან დუსაკი, უსაფრთხოებისა და რეჟიმის დირექტორი სუტრისმანი, იურიდიული საკითხების გენერალური დირექტორატის ცენტრალური აპარატისა და საერთაშორისო სამართლის განყოფილების უფროსი კაჰიო რაჰადიან მუჟარი, იურიდიული საკითხების გენერალური დირექტორატის საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების განყოფილების უფროსი მუჰამად არდინინგრატ ჰიდაიატი და მინისტრის თანაშემწე ირვანტოდვი იჰანა პუტრა. 

ინდონეზიის იუსტიციის მინისტრი დელეგაციასთან ერთად შეხვდება საქართელოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს. სტუმრები საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის  სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნობიან. 

დაგეგმილია დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მონახულება, ასევე შეხვედრები პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა