|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მის საქართველო-2015" ნუკა ყარალაშვილი გახდა (ფოტო)

სილამაზის კონკურს „მის საქართველო-2015“-ის გამარჯვებული 24 წლის ნუკა ყარალაშვილი გახდა. 179 სანტიმეტრის სიმაღლის გოგონა თბილისიდანაა. „იმიჯ-ცენტრის“ მოდელი ნუკა ყარალაშვილი მოდის სფეროში 16 წლიდანაა ჩართული. როგორც თავად ამბობს, მოდელისთვის აუცილებელი კომუნიკაბელურობა და ბუნებრივობაა. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი.

ცნობილია, რომ ის მილანში სააგანტო THE ONE MODELS-სთან თანამშრომლობდა. მონაწილეობდა რომის მოდის კვირეულზე, ასევე დონა კარას  „ქლოეს“ და „ჯასთ კავალის“ შოურუმებზე.

 ვიცე მის საქართველო 2015” - ვიქტორია კოჩეროვა, 20 წლის, თბილისიდან “II ვიცე მის საქართველო 2013” - ანი ხარაზიშვილი, 22 წლის, თბილისიდან “ვიცე მის საქართველო 2015” - მარიტა გოგოძე, 19 წლის, რუსთავიდან “ვიცე მის საქართველო 2013” - ქეთი შეყელაშვილი, 21 წლის, ქარელიდან

სილამაზის კონკურსის ფინალი გუშინ  ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა. “მის საქართველოს″ სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრი“ 1996 წლიდან ატარებს. გასულ წელს ქვეყნის ყველაზე ლამაზ გოგონად ანა ზუბაშვილი დასახელდა.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა