|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას ყველა, ყველა ბავშვს ვპატიობ - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მიმართავს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს.

მისი თქმით, სიმართლე გარკვეულია და აღარ აინტერესებს დამნაშავეების დასჯა. 

"მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სუყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. კანონი მეუბნება, 15 წლის შემდეგ უნდა ვაპატიო. დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო 15 წელი თავი? განა მე ის ბავშვი არ მეცოდება და მათი მშობლები არ მეცოდება?. ეს მე სასამართლოზე ვთქვი, რომ გამოუშვან, ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან  კალანდია. აღარ არის ჩემთვის მკვლელები მნიშვნელოვანი. სიმართლე ითქვა. ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე", - განაცხადა ზაზა სარალიძემ ტვ. პირველის ეთერში.

 

ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა