|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გორთან მოსახლეობა ავტომაგისტრეალის გადაკეტვას შეეცადა

ხმაური და დაპირისპირება იყო ქვეყნის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე,  სადაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა.  ავტომაგისტალის გადაკეტვის საშუალება ადგილობრივებს სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოყვა.  

სოფლის მოსახლეობა საძოვრების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც წლების განმავლობაში რამდენიმე პირზე გასხვისდა.   ახალმა მფლობელმა გადაწყვიტა მიწის დამუშავება, რასაც სოფლის მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ისინი აცხადებენ, რომ მიწის მეპატრონე საძოვრებს თუ მაინც დაამუშავებს, მოსავლის აღების საშუალებას არ მისცემენ. 

 ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მიადგილე თამაზ შიოშვილი.  მან მოსახლეობას თხოვა,  რომ გზა არ გადაკეტონ.  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პირველად ეს მიწის ნაკვეთი უცხოელ ინვესტორზე  მესამე პრეზიდენტის,  მიხეილ საკაშვილის დროს გასხვისდა,  მათ კი მიწის უკან დაბრუნება არ შეუძლიათ.  

ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ  წინასარჩევნიო პერიოდში მათ "ქართული ოცნება" მხარდაჭერის შემთვევაში,  მიწების სოფლისათვის უკან  დაბრუნებას პირდებოდა. 

მოსახლეობა პროტესტის შეწყვეტას და დაშლას არ აპირებს,  ავტომაგისტრალის მიმდებარედ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა