|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2016 წლის 1 აგვისტოდან მიმდინარეობს.
• უპრეცენდენტო რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა.
• რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება.
• სარეგისტრაციო წარმოებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო რეესტრის ფილიალებს, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.
• დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 405 405, ელფოსტა: info@napr.gov.ge

ავტორი: ნიუპრესი