|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს - მიხეილ ბოტკოველი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატრიარქის, ილია მეორის თხოვნის მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანნა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილისთვის სისუსტე არ შეუნიშნავს.

„მისი უწმინდესობის დავალებით და ლოცვა-კურთხევით, დღეს მოვინახულე ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა, გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ამ თხოვნასთან დაკავშირებით, ასეთი პასუხი მითხრა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა. მისთვის სისუტე არ შემიმჩნევია, სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ბოტკოველის თქმით, მესამე პრეზიდენტმა თავისი სამკერდე ჯვრის დაბრუნება ითხოვა. პატრიატრქის მდივანის თქმით, მას

„მთხოვა მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ, ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას“, - განაცხადა ბოტკოველმა.

 

ავტორი: ნიუპრესი