|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა - ბექა ბასილაია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა.

 „ძალიან კარგად ვიცით, რომ მიშა სააკაშვილი შიმშილობს. ეს შიმშილობა არ ყოფილა მშრალი შიმშილობა. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამ საკითხზე მიშასთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩვენ ის მოვინახულეთ პარასკევს და განცხადება გავრცელდა გვიან ღამით. მექნება კომუნიკაცია მიშასთან და დავაზუსტებ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციაც სრულად მოდის შესაბამისობაში იმ საკითხთან, რომ მიშა შიმშილობს, რადგან არსებობს შიმშილობის რამდენიმე ტიპი - მათ შორის მშრალი შიმშილობა და სითხეებს მიღებით შიმშილობა. თუ თაფლის გახსნა ხდება სითხეში, ესეც შიმშილობის ერთ-ერთი სახეა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში შიმშილობა უფრო გრძელვადიანია, ვიდრე მშრალი შიმშილობისას ან მხოლოდ წყალზე შიმშილობისას. თუმცა, ეს საკითხები მე მასთან უნდა დავაზუსტო“, - განაცხადა ბასილაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, სპეციალური  პენიტენციური სამსახურისგანცხადებით,  მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა