|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა ნიკა გვარამია და უკრაინის კონსულის მოსვლა" -ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილმა მოითxოვა ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მოსულიყვნენ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს თავისი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ხელისუფლების მიმართ უნდობლობა აქვს. 

„გადაყვანასთან დაკავშირებით, როგორც ვვარაუდობდი და როგორც გაფრთხილებული ვიყავი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ის არ გავიდოდა თავისი ნებით მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან ჩემი აქ ყოფნის გარეშე.

ასევე, მან მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მოსულიყვნენ აქ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა.

სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არცერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან. ამიტომ, ნიკა გზაშია, უკრაინის კონსულთან დაკავშირებით შეტყობინებას გადასცემდნენ.

ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა.

მას აქვს გამოცდილება, რომ ხელისუფლება ყოველ ჯერზე ტყუის და შეუძლიან საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაიტაცონ თუ ვინმე ამას შეუკვეთავს, აქედან გამომდინარე მას ამ ადამიანების არანაირი ნდობა არ გააჩნია. ამიტომ, აღნიშნული ადამიანების თანდასწრებით უნდა შესრულდეს გადაყვანის აქტი, თუ დაიგვიანებენ, ვითარება გაუარესდება, თუ იჩქარებენ, მალე მოხდება ეს პროცესი“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ავტორი: ნიუპრესი