|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მიუნჰაუზენი"- მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება

მესხიშვილის თეატრი პრემიერისათვის ემზადება.   კოტე აბაშიძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში თეატრის დიდ სცენაზე პირველ სპექტაკლს ამზადებს. რეჟისორის არჩევანით გრიგოლ გორინის ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი "მიუნჰაუზენი" დაიდგმება. 

სპექტაკლში მონაწილეობენ  მსახიობები: სულხან გოგოლაშვილი, იოანე იმედაძე, დავით რიონიშვილი, მარიკა სამანიშვილი, ზვიად სვანაძე, ელზა სულაძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, რეზი ქაროსანიძე, ნინო ჭოლაძე.

სპექტაკლი გიორგი ბარბაქაძის ქოროგრაფიით და კომპოზიტორ  გიორგი ჩლაიძის მუსიკის მიხედვით შეიქმნა. 

პრემიერა 15, 16, 19  მაისს გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა