|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მკვლელობა ზესტაფონში - გარდაცვლილს თავში რკინის არმატურა ჩაარტყეს

მკვლელობა მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. თვითმხილველების ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე ე.წ "სტაიანშიკებმა" თანხა ვერ გაინაწილეს.

დაპირისპირების გამო, ერთ-ერთმა პირმა, მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა