|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს ზაფხულში დაასახელებს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერ ნაადრევია.

როგორც ირკალი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, „ქართული ოცნება“ კანდიდატს ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს.

„კანდიდატის დასახელება ჯერჯერობით არის ნაადრევი, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევრაში, ივლის–აგვისტოში  დასახელდება ჩვენს მიერ ოფიციალურად  კანდიდატი. მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი კონსულტაციები იყო,  კონსულტაციებსაც ვერ დავარქმევთ,  იმას,  რა მსჯელობაც ჩვენ გვქონდა აქამდე.  გაგრძელდება განხილვები და ამის საფუძველზე, ჩვენ შევჯერდებით, რა თქმა უნდა, საპარლამენტო კანდიდატთან დაკავშირებით“–განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა