|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოეწყობა თუ არა წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტთა საზეიმო მიღება?

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელების საზეიმო მიღება  ყოველწლიურად იმართება. 
ჩატარდება თუ არა წელს ღონისძიება? - ამის გასარკვევად "ნიუპრესი" უნივერსიტეტი თვითმმართველობის ხელმძღვანელს გიორგი ოკრიბელაშვილს გაესაუბრა. ოკრიბელაშვილის თქმით, მიმდინარეობს სამუშაოები და ჯერ არ იცის, როდის და რა ფორმით გაიმართება ღონისძიება.

„ვმუშაობთ მაგ საკითხზე და ჯერ არ ვიცით ზუსტად.  იქნებ ჯობდა, არ დაგეწერათ ამის შესახებ ჯერ, რადგან რომ დაწეროთ, ღონისძიება აუცილებლად ჩატარდებათქო, ტყუილი იქნება, ისიც ტყუილი იქნება, თუ იტყვით, რომ არ ჩატარდება. ყველაფერი განხილვის პროცესშია, შეიძლება ფორმატი შევცვალოთ და სხვა ფორმატი მივიღოთ“,-აღნიშნა ოკრიბელაშვილმა.

მისივე განმარტებით, პირველი დაგეგმილი ღონისძიება პირველკურსლელთათვის ექსკურსიის მოწყობა იქნება.
„იმ პირველკურსელებისთვის, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიან, სექტემბრის ბოლომდე ჩატარდება შეხვედრები ფაკულტეტების მიხედვით, ვინც ამ შეხვედრებს დაესწრება და  გაივლის რეგისტრაციას,  მათთვის უნივერსიტეტი ექსკურსიას მოაწყობს“, -განაცხადა ორკიბელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე