|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოგესალმებით საპარლამენტო დედაქალაქიდან"- გიორგი ვაშაძემ ქუთაისში ბრიფინგი გამართა

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საორგანიზაციო ჯგუფის სახელით ქუთაისში ბრიფინგი გამართა და ხვალ დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა. გიორგი ვაშაძემ მოსახლეობას შეერთებისკენ, პოლიციას კი უსაფრთხოების დაცვისაკენ მოუწოდა.

"მოგესალმებით საპარლამენტო დედაქალაქიდან, რომელიც ამ წართმეულ სტატუსს დაიბრუნებს აუცილებლად. ხვალინდელი აქციის ორგანიზატორებთან ერთად მადლობა ქუთისელებს, საოცრად პოზოტიური განწყობა დაგვხვდა დღეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. უკიდურესი გაჭირვებაა ქვეყანაში, ეს არის სამწუხარო რეალობა, რაშიც საქართველოა. ამიტომ ხვალ 2 საათზე ვიკრიბებით და ერთად მშვიდობიანი აქცია გავმართოთ. მოვუწოდებთ პოლიციას, დაიცვას უსაფრთხოება. ბიძინა ივანიშვილმა მთელი საქართველო მოატყუა და ამას ერთად უნდა შევებრძოლოდ. პროპრციული არჩევნები არის გარანტი მოსახლეობაზე ზრუნვის. მივმართავ ხელისუფლებას, თქვენს აგრესიულ ქმედებას მშვიდობიანი ქმედებით დავუპირისპირდებით. დადგა დრო ქვეყნის განვითარების ყველა გავერთიანდეთ"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 ოპოზიციის აქცია-მსვლელობა 6 დეკემბერს, 2 საათზე გაიმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი