|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოგვეცით წყალი! - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა

პრემიერო, მოგვაქციეთ ყურადღება! ვითხოვთ სასიცოცხლო პირობებს, მოგვეცით წყალი! - ამ მოთხოვნებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივების ასევე სოფელში გზის პრობლემას აპროტესტებენ.

მათი თქმით, სამი წლის წინ სოფელში წყალმომარეგების ქსელი მოეწყო, თუმცა გამართულად ვერ მუშაობს და ერთი თვეა წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ.

ადგილობრივების თქმით, ზაფხულში წყალს ყიდულობენ, ან კილომეტრებიდან ხელით ეზიდებიან.

"გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ, წყლის ქსელი მოეწყო, მაგრამ ჩვენთან წყალი არ მოდის. შორიდან გვიწევს მოტანა ხელით, ან უნდა ვიყიდოთ. რაში დაიხარჯა ფული, თუ წყალი არ გვექნებოდა. ამასთან, სოფელში არც გზა გვაქვს. მოვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება, თორემ პროტესტი გაგრძელდება"-განაცხადეს ადგილობრივებმა.

მოსახლეობის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც აქცია დაანონსდა, თვითმართველობის დავალებით მოქალაქეების დაშინება ხდებოდა, რომ ისინი აქციაზე არ გასულიყვნენ.

წყალმომარაგების ქსელში არსებულ პრობლემას ადასტურებს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი. მისი თქმით, დაზიანდა ქსელი და მიმდინარეობს შეკეთება, თუმცა, როდის აღდგება წყალმომარაგება არ იცის. მაჟოროტარი დეპუტატის თქმით, მისი მხრიდან დაშინების მცდელობა არ ყოფილა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა