|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"14% ცდომილება სირცხვილია, მოლოდინიც კი აცდენილი ქონდათ რეალობასთან"- ბიძინა ივანიშვილი

 არათუ გრძნობადობა, მოლოდინიც კი აბსოლუტურად აცდენილი ქონდათ რეალობასთან, 14 % ცდომილება სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ქვია - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდის მიმართ, რომელსაც ზედმეტ თავდაჯერებულობასა და რეალობასთან აცდენაში ადანაშაულებს. 

"გუნდი, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლს და ყველა შტოს ფლობს, ზედმეტი თვითდაჯერებულობა ემატება. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რაც და როგორც ვითარდებოდა და როგორც ხდებოდა ურთიერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახლდათ თუნდაც ის, რომ პირველ ტურში შედეგებს რასაც ველოდებოდით... მე ვიყავი ჩრთული, მაგრამ ისევ ძველ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმ დონეზე იყო გუნდი დარწმუნებული საკუთარ ძალებში, კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებიათ. რეალურად პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება ეს იყო სირცხვილი. ის რასაც ელოდნენ ეგზიტპოლების შემდეგ. მეც კი გამომიყვანეს...  და მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდგომ. არათუ გრძნობადობა, მოლოდინიც კი ქონდათ აბსოლუტურად აცდენილი რეალობასთან,  14 % ცდომილება სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ქვია", -განაცხადა ბიძინა ივანიშლილმა ტვ "იმედთან" საუბარში.

მისი თქმით,  გუნდმა მიიღო ცივი შხაპი. "ზოგი ჭირი მარგებელია, მე ძალიან მიყვარს ეს გამოთქვამი, თვითონ გუნდმაც მიიღო ცივი შხაპი და ყველაზე სასიამოვნო რაცაა, თურმე საზოგადოება აფასებს, როგორ იქცევი და მათ გააკეთეს შესატყვისი რეაქცია...  კარგად გაიგო ხალხმა და კარგად აგრძნობინა გუნდსაც"- განაცხადა ივანიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა