|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მომავალ პარლამენტში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ"

არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

  "არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.  

"ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.  

კითხვაზე, იზიარებენ თუ არა მშვიდად აღნიშნულ მიდგომებს მსახიობები და სპორტსმენები, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ "ბუნებრივია, ნებისმიერი გადახალისება მტკივნეული პოროცესია, თუმცა თითოეული საკადრო საკითხის გუნდურად განხილვას ვგეგმავთ. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი კონსტრუქციულად გაივლის".

  მოსახლეობასა და "ქართულ ოცნებას" შორის კავშირი შესუსტდა, მაგრამ გვაქვს რესურსი, ვითარება გამოვასწოროთ - აღნიშნა კობახიძემ.   მანვე ისაუბრა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებითაც.

  "თუ NDI-ის კვლევებს გულისხმობთ, ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები და არჩევნების შედეგები 2012 წლამდეც და მის შემდეგაც ყოველთვის თვისებრივად არის აცდენილი. არც ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის მაჩვენებელია 60 %. დიახ, იმის გამო, რომ პარტიას ჩამოყალიბებული სტრუქტურა არ ჰქონდა, მოსახლეობასა და "ქართულ ოცნებას" შორის კავშირი შესუსტდა, მაგრამ გვაქვს რესურსი, ვითარება გამოვასწოროთ. მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით პრობლემების გადაჭრაში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

  კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება წინასაარჩევნოდ და მოსალოდნელია თუ არა პარტიის ლიდერად მისი დაბრუნება, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ პარტიაში სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციები მართლაც მიმდინარეობს.   "წინასაარჩევნოდ მისი ჩართულობა კიდევ უფრო აქტიური გახდება. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა "ქართულ ოცნებას" მნიშვნელოვნად გააძლიერებს და ეს საარჩევნო შედეგზეც აისახება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

წყარო: "კვირის პალიტრა"

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა