|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მომავლის ელჩები" - ქუთაისში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, პროექტის "მომავლის ელჩების" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პროექტში ჩართული ახალგაზრდების მშობლები და სკოლების დირექტორები ესრებოდნენ.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორი მაია ცქიტიშვილი, მერიის ახალაგაზრდულის სამსახურის უფროსი თამარ ნიკოლეიშვილი და საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თანაშემწე ანა შალიაკიანი.

პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პროექტი შესახებ ინფორმაცია გააცნეს და ყველა ის აქტივობა განიხილეს, რომელიც მათ ამ ეტაპზე განახორციელეს. ასევე წარადგინეს პრეზენტაციები ნატო-ევროკავშირის და უვიზო მიმოსვლის შესახებ.

შეხვედრაზე 2020 წლის სამუშაო გეგმაც წარადგინეს, რომელშიც აქტიური მხარდამჭერების სჯოლის დირექციის წარმომადგენელბი არაინ. მოწვეულმა სტუმრებმა პროექტს სრული მხარადაჭერა გამოუცხადეს.

"პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული გამოცდილება დაეხმარათ საქმიანობის სწორად წარმართვაში. ასევე პროექტი იძლევა საშუალებას ახალგაზრდებმა პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარ-ჩვგეევები გაიუმჯობესონ"- აღნიშნა სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევრფოკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

პროექტს რეგიონალური ინიციატივების ცენტრი ნათელი მომვალი ახორციელებს, რომელიც ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის პარტნიორია საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა