|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მონ პლეზირის თაღთან სადღესასწაულო კინოჩვენებები იმართება

ქუთაისში, მონპლეზირის თაღთან სამდღიანი კინოჩვენებები იმართება.
კინოჩვენების ფარგლებში მაყურებელმა “ეს მშვენიერი ცხოვრება“ ნახა. დღეს კი მათ საშუალება ექნებათ “პოლარულ ექსპრესს“ ღია ცის ქვეშ უყურონ.
როგორც ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი აღნიშნავს, საახალწლო დღეებში ბევრ მშობელს გამოჰყავს შვილები სასეირნოდ, მონპლეზირის თაღთან მათ სადღესასწაულო გარემო ხვდებათ.

“საახალწლო განწყობის შექმნაში დიდ როლს საახალწლო ფილმებიც ასრულებენ. გარდა ამისა, ახალი წლის დღეების განმავლობაში, საღამოს ძალიან ბევრ მშობელს გამოყავს ბავშვები ქალაქის ცენტრში სასეირნოდ. შესაბამისად შევარჩიეთ პროგრამაც, რომ ღია ცის ქვეშ ფილმების ყურება ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო ყოფილიყო“,- აღნიშნა თურმანიძემ.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა