|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მონა, ნაძირალა უნამუსო -ნიკა მელია და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მონა, ნაძირალა უნამუსო, - ამ ტერმინებით მიმართეს ერთმანეთს ევროკავშირის საელჩოსთან ქართველმა პოლიტიკოსებმა.  ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდენ.

მელია ევროკავშირის საელჩოსთნ იმ დროს მივიდა, როდესაც ელჩთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

მელიამ ოპონენტს  პასუხი დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით მმართველი პარტიის შეფასების გამო მოთხოვა. 

"გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო! 2 ოქტომბერს შესაბამის პასუხს მიიღებ. უნამუსო ბავშვო! ნაძირალა! მოდი, აქ! ძმრად გადენთ, ბიჭო! შენ ამ ქვეყნის მტერი ხარ, ბიძინა ივანიშვილის მონა ხარ, მაიმუნო, მოდი აქ, რისი თავი გაქვს“, - უთხრა მელიამ კობახიძეს.

სიტყვიერი დაპირისპირება ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ტერიტორიიდან ირაკლი კოიბახიძე დაცვამ გაიყვანა. 

შეგახსენებთ, დმანისში ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატის მიერ 2 ადამიანის დაჭრის ფაქტზე  მმართველ პარტიაში განაცხადეს,  დმანისში ადგილი ქონდა "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას, რომლის თავიდან არიდება  სამწუხაროდ, ვერ შეძლეს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა