|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS -ის გაგზავნა იზღუდება

მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა იზღუდება. ამის შესახებ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტშია საუბარი.

კანონპროექტის ავტორი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, sms შეტყობინებების გაგზავნა მხოლოდ სუბიექტის თანხმობით უნდა მოხდეს. 

ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვანი სიახლეები ეხება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას, რაც მათ შორის სარეკლამო sms შეტყობინებებსაც გულისხმობს. კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დასაშვები ხდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.

ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000-დან  2000 ლარამდე მცირდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა