|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დეზინფორმაცია ჩვილთა ნათლობასთან დაკავშირებით"

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება, ინფორმაცია თითქოს სტრასბურგის სასამართლომ ევროპაში ჩვილთა ნათლობის აკრძალვა დააკანონა. ცხადია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება! ჩვენი საღვთისმეტყველო ცენტრის ერთ-ერთი წევრი – დეკანოზი თამაზ ლომიძე,   რომელიც მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ეკლესიაში მსახურებს, საკუთარ Facebook გვერდზე აცხადებს:

“დღეს მორიგი ტყუილი გავრცელდა, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2016 წლიდან ევროპაში ჩვილების ნათლობა იკრძალება. ვერცერთ სერიოზულ ევროპულ მედია-გამოცემაში, ვერც ვატიკანის და ვერც თვით სტრასბურგის სასამართლოს გვერდებზე ვერ იპოვით მსგავს ინფორმაციას.

მორიგი დეზინფორმაციაა ანტიევროპული განწყობის გასაღვივებლად!

P. S. ეს რომ ასე იყოს, ამის შესახებ პირველ რიგში ევროპაში მოქმედმა ეკლესიებმა უნდა ვიცოდეთ, მათ შორის ჩვენც. სხვათაშორის, ამ კვირაში ორი ჩვილი მოვნათლეთ უკვე.

ამის შესახებ   orthodoxtheology.ge იტყობინება. 

 იტალიური პრესის ინფორმაციით კი, გაზაფხულიდან ევროკავშირის ქვეყნებში ბავშვების მონათვლაზე გარკვეული სახის აკრძალვები მართლაც  წესდება. კერძოდ, 2016 წლის მარტიდან ბავშვების მონათვლა ორივე მშობლის ნებართვის გარეშე აიკრძალება.
ამონარიდი სასამართლოს განჩინებიდან: „ნათლობა არღვევს ევროპული კონვენციის მე-16 მუხლს. ნათლობა არის აქტი, რომელიც გათვითცნობიერებულად უნდა იქნას არჩეული და არ უნდა იყოს მოხვეული ზემოდან და ძალდატანებით რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის მიერ. ამ შემთხვევაში, იგულისხმება ქრისტიანული. ეს იქნება დასავლეთ ევროპისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი“ - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ვატიკანი ამ დღეებში აპირებს პრეს-კონფერენციის ჩატებას. მსოფლიო სულმოუთქმელად ელის პაპის პოზიციას. მსოფლიო მართლმადიდებლების პატრიარქიც (იგივე კონსტანტინოპოლის პატრიარქი) სავარაუდოდ ამ დღეებში გააკეთებს განცხადებას.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა