|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე დღე საქართველოში  არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. 

შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 25 – 26 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში 25 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

26 მარტს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, 26 მარტის დღის მეორე ნახევრამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება  გამოიწიოს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა