|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში და დედაქალაქში დღის პირველ ნახევარში ნარჩუნდება მცირე წვიმა და ნისლი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.

4 - 6 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება.

7 - 9 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა