|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსახლეობას გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერება

მოქალაქეებს 17 მილიონამდე გადაუხდელი თანხები და ჯარიმები ეპატიებათ. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.

საქმე ეხება მთავრობის მიერ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა მიხედვით 2014 წლის პირველ იანვრამდე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებით გადაუხდელი თანხები და დარიცხული პირგასამტეხლო მეიჯარეებს ეპატიებათ.

“ეს არის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებიც 1992–2005 წლებში გაცემული იყო იჯარით. ეს არის ის მიწები, რომლებზეც ცუდი ადმინისტრირების გამო წინა პერიოდში არსებობდა ან არ არსებობდა ხელშეკრულებები და ვერ ხდებოდა ნორმალური ადმინისტრირება. ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2014 წლის პირველ იანვრამდე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულ მიწებზე გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებებში გადაუხდელი თანხები ეპატიებათ მეიჯარეებს, ეპატიებათ დარიცხული პირგასამტეხლო. აღნიშნულმა პირებმა აუცილებლად უნდა მიმართონ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს იმისთვის, რომ პატიება განხორციელდეს. ჯამურად ცვლილება შეეხება 8 ათასამდე ბენეფიციარს, რამაც ამ ფერმერებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, ეპატიოთ დარიცხული ჯარიმები, რომელთა ადმინისტრირებასაც არავინ ახდენდა და ამ ხალხს არავინ ეუბნებოდა, რომ მათ ქონდათ გადასახდელი. ცვლილებებია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებით. 2005–2007 წლებში გაცემული იყო გარკვეული რაოდენობის ტექნიკა განკარგვის ფორმით, შესაბამისად, აქაც 2014 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებული პირგასამტეხლო ეპატიებათ პირობით, რომ ისინი წარმოადგენენ განაცხადებს.“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კანონში შესული ცვლილებებით, ბენეფიციარებს ეპატიებათ 2005–2007 წლებში სასოფლო–სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებით დარიცხული ჯარიმები და პირგასამტეხლო. ამ შემთხვევაშიც საუბარია 2014 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებულ ჯარიმებზე.
პირველ შემთხვევაში მოხდება თერთმეტის, ხოლო მეორეში კი 5,7 მილიონი ლარის პატიება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა