|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოუვლელი და მიტოვებული ხარაზოვის ბაღი - "ლელო" ქუთაისის მერიას რეაგირებისაკენ მოუწოდებს

მოუვლელი და მიტოვებული ხარაზოვის ბაღი ქვეწარმავლების თავშესაფრად და ანტისანიტარიის კერად არის ქცეული - აცხადებენ პოლიტიკური ორგანიზაციის "ლელო" ქუთაისის ახალგაზრდულ ორეგანიზაციაში. 
ორგანიზაციის წარმომადგენლის გიორგი ჟორჟოლიანის განცხადებით, ხარაზოვის ბაღი ყველა ასაკის ადამიანის თავშეყრისა და დასვენების ადგილი იყო, თუმცა ამჟამად აქ დასვენება შეუძლებელია.
"მოვუწოდებთ ქალაქის მერიას, სასწრაფოდ მოაწესრიგეთ ბაღი და იზრუნეთ ქალაქზე, რომლის მოვლა-პატრონობაში საკმაოდ დიდ ხელფასს გიხდით" - აცხადებს  გიორგი ჟორჟოლიანი. 

ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაციის მიზნით მერიამ ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. ადგილზე ღია შადრევნის ნაცვლად პროგრამული შადრევნის მოწყობა დაიგეგმა,  რისთვისაც 354 589 ლარის ღორებულების ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, შემდეგ კი აღარ გამოცხადებულა.  

 ხარაზოვის ბაღს და იქ არსებულ ნიღბების თეატრის შენობას რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა.  თეატრის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 600 000 ლარი გამოყო.  შენობის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. ამასთან  128 ათასი ლარი “ხარაზოვის ბაღის” კეთილმოწყობისთვის ქუთაისის ბიუჯეტში 2013 წელსაც განისაზღვრა. 2017 წელს კვლავ გამოცხადდა ტენდერი ბაღის რეკონსტრუქციაზე, თუმცა შადრევნის რეაბილიტაცია ვერ მოხდა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი