|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების მოწყობის სამუშაოები იწყება

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს იწყებს.


პროექტი გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 


პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 
 სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 12 თვეში დასრულდება.
პროექტს მსოფლიო ბანკი 1. 4 მილიონი ლარით აფინანსებს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა