|
  • EUR 1 = GEL 2.8067
  • USD 1 = GEL 2.3895
|

"მქონდა ბედნიერება შევხვედროდი პოპლავსკის ქალიშვილსა და სიძეს"

"1902 წელს ქუთაისში, ბალახვნის 100 საფეხურიანი კიბეებისა და მე-12 საშუალო სკოლის მიმდებარედ დაიბადა და 22 წელი აქვე ცხოვრობდა ცნობილი პოლონელი მხატვარი და მოქანდაკე სტანისლავ ჰორნო პოპლავსკი, ამ კვირაში მქონდა ბედნიერება პოლონეთის საკურორტო ქალაქ სოპოტში შევხვედროდი პოპლავსკის ქალიშვილსა და სიძეს, ვისაუბრეთ მხატვრის საიუბილეო გამოფენის მოწყობის შესახებ და ქუთაისთან კავშირების გაღრმავებაზე, ახალგაზრდა მხატვრების ვიზიტზე პოლონეთში და ბევრ სხვა საკითხებზე,  ამავე ქალაქის მერთან იყო საინტერესო შეხვედრა", - წერს ფესბუქის საკუთარ გვერდზე "ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის" ხელმძღვანელი შალვა კამლაძე, რომელიც ქართულ-პოლონური ურთიერთობების  საკითხებზე აქტიურად მუშაობს. 
როგორც შალვა კამლაძემ "ნიუპრესს" განუცხადა,  შთამბეჭდავი იყო სოპოტის მერთან, იაცეკ კარნოწსკისთან შეხვედრა. "ეს ის ქალაქია, სადაც დიდი მხატვარი ცხოვრობდა. წინასწარი შეთანხმების მიხედვით ქალაქის მერიაში კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან იყო შეხვედრა ჩანიშნული, მაგრამ მოულოდნელად მერის კაბინეტში შემიყვანეს.  უკვე აქედანვე გასაგები იყო, რომ აქ ფიქრობენ და გრძნობენ კულტურისა და პიროვნების ფასს. ვისაუბრეთ ქუთაისი - სოპოტის დაახლოვების გზებზე,  მერმა გამოთქვა სურვილი რომ პოპლავსკის საიუბილეო წლის ფარგლებში ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფს უმასპინძლოს საქართველოდან". 
 
შეგახსენებთ,  პოპლავსკის ანდერძის თანახმად, მისი ნამუშევრები ქუთაისს უნდა გადმოცემოდა, თუმცა ანდერძის აღსრულება სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერჯერობით არ მომხდარა.
ქუთაისის დავით კაკაბაძის სამხატვრო გალერეაში პოპლავსკის მიერ შესრულებული ქანდაკება ინახება.
საინფორმაციო დაფა, რომელიც ქუთაისში მხატვრის სახლზე იყო, დღეს აღარ არსებობს. ბალახვანში იმ ადგილზე ახალი კორპუსი აშენდა, დაფის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.
 
 
  

ავტორი: ნიუპრესი