|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მრავალფეროვანი სესხები ერთ სივრცეში

სესხის აღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ამიტომ ამ პროცესში სანდო საფინანსო პარტნიორის მოძიება აუცილებელია. გამოცდილი კომპანია კრედიტის აღებამდე შეისწავლის თქვენს შემოსავლებს და ისეთი ტიპის პირობებს შეგირჩევთ, რომელიც სესხის დაფარვას გაგიმარტივებთ. 

MBC-ის სესხები ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რადგან კომპანია მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავს. აქ შეგიძლიათ აიღოთ კრედიტი სხვადასხვა სამომხმარებლო მიზნის განსახორციელებლად, მაგალითად ავტომობილის შესაძენად, რემონტისთვის, უძრავი ქონების შესაძენად, მიმდინარე ვალდებულების დასაფარად, საკუთარი საქმის დასაწყებად, ან განსავითარებლად. 

იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი სხვადასხვა მიზნით გაიცემა. ის შეგიძლიათ სახლის ან ბინის შესაძენად აიღოთ. ამ გზით თქვენ დღესვე დაიწყებთ საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრებას და პირადი სივრცის შესაქმნელად წლობით ლოდინი არ მოგიწევთ. MBC-ში 100 000 ლარამდე კრედიტი შესაბამისი უზრუნველყოფით გაიცემა, ხოლო ქონებრივ უზრუნველყოფად ითვლება როგორც უკვე არსებული, ასევე მომავალში შესაძენი უძრავი ქონება. 

სესხის ასაღებად უნდა შეასრულოთ მარტივი პროცედურა:

  • უნდა შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია;
  • დაელოდოთ კომპანიის წარმომადგენლის დაკავშირებას, რომელიც დეტალურად გასცემს პასუხს თქვენს ყველა შეკითხვას და შემდგომი პროცედურებისთვის სერვის ცენტრში ჩაგინიშნავთ ვიზიტს. 

გაითვალისწინეთ, რომ იპოთეკური სესხის აღება ე.წ. კერძო იპოთეკარებისგან ძალიან სარისკოა. ამ დროს შესაძლოა ხელშეკრულება კანონის გვერდის ავლით გაფორმდეს და შედეგად მფლობელმა უძრავ ქონებაზე ყველანაირი უფლება დაკარგოს. ქონების დაბრუნების გარანტია სასამართლოს გზითაც არ არსებობს. ასეთი რისკების თავიდან ასაცილებლად ემბისის ექსპერტები სესხის აღების ნებისმიერ ეტაპზე რეკომენდაციებს გაგიწევენ და სწორი ინვესტიციის განხორციელებაში დაგეხმარებიან.

ავტო სესხი

ავტომობილის შეძენა ყოველდღიურ კომფორტთან და მოხერხებულ გადაადგილებასთან ასოცირდება. განსაკუთრებით ოჯახების შემთხვევაში მანქანის გარეშე აუცილებელი საქმეების მოგვარება წარმოუდგენელია. ამიტომ ავტო სესხს უამრავი ადამიანი იღებს. რადგან ბოლო წლებში ამ მხრივ ფასები საკმაოდ გაზრდილია, კრედიტის აღება რაციონალური გადაწყვეტილებაა, რათა მიზნის განსახორციელებლად წლობით ლოდინი არ მოგიხდეთ. 

MBC-ში ავტო სესხის აღება 20 წლის ასაკიდან შეგიძლიათ. 50 000 ლარამდე სესხის ასაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და რეგისტრაციის მოწმობა. დისტანციური სერვისებით განაცხადზე პასუხის მიღებას რამოდენიმე წუთში შეძლებთ. 

ბიზნეს სესხი

საკუთარი საქმის დასაწყებად, ან უკვე არსებულ ბიზნესში ინვესტიციის განსახორციელებლად ბიზნეს სესხის აღება სწორი გადაწყვეტილებაა. MBC ორი ტიპის სესხს გასცემს:

  • 2000-დან 100 ათას ლარამდე უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხი;
  • 500-დან 20 ათას ლარამდე სესხი ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე;

MBC-ში სესხის პორტირებაც მარტივია. ამასთან, კომპანია განიხილავს ყველა ტიპის საკრედიტო ისტორიას და შანსს გაძლევთ ოცნება დღესვე აიხდინოთ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა