|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მშენებლობაზე დაშავებული მუშა იმერეთის რწმუნებულმა მოინახულა

გუშინ უბისაში ავტომაგისტრალის მშენებელი კომპანიის საამქროს სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშის ვაკერი ბანცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებული მკურნალობას კვლავ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აგრძელებს. ექიმის ინფორმაციით, მას პოლიტრავმის რეჟიმში ჩაუტარდა გამოკვლევა.

64 წლის მამაკაცს მარჯვნივ 5 ნეკნის დაზიანება აქვს, მარცხნივ 2 ნეკნის, ასევე ფილტვების დაჟეჟილობა.

დაშავებული იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ მოინახულა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

პროფკავშირების ინფორმაციით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.

შეგახსენებთ, 14 თებერვალს, სოფელ უბისაში მდებარე რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის საამქროს თუნუქის სახურავი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი მუშა დაშავდა. ჩინეთის ერთმა მოქალაქემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო, 64 წლის მამაკაცი კი ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა