"მშვიდობიანი აქციით გამოვხატავთ პროტესტს" - გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია-მსვლელობა დააანონსა
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და ლიდერებმა ქუთაისში მსვლელობა მოაწყევს. მათ მოქალაქეებს ბროშურები დაურიგეს და ხვალ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
"ხვალ გვაქვს მშვიდობიანი აქცია, კიკვიძის სკვერიდან ცენტრალურ მოედანზე მსვლელობით მივალთ. მშვიდობიანი აქციით გამოვხატავთ პროტესტს, იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება და ქუთაისი ღირსეულად შეუერთდება ამ აქციას. უკვე ვხედავთ ხალხს, როგორ ხვდება ჩვენს მოწოდებას, რომ შემოგვიერთდნენ აქციაზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აქცია-მსვლელობა ქუთაისში, 6 დეკემბერს გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა