|
  • EUR 1 = GEL 3.9447
  • USD 1 = GEL 3.3193
|

მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ბესიკ მიქელთაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

გამორჩეული ქუთაისელი,  მსოფლიო ჩემპიონი სამბოში და რამდენიმე წიგნის ავტორი  ბესიკ მიქელთაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.  ფაქტის შესახებ საზოგადოების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში წერენ და მწუხარებას გამოთქვამენ/
 
"COVID19! რამდენი გამორჩეული ადამიანი დაგვაკლდა.
წარმოიდგენდა ვინმე - ბესო მიქელთაძეს, მთასავით კაცს თუ მოერეოდა? სამწუხაროდ, ჩვენი ბესო, თავისი თბილი ადამიანური თვისებებით გამორჩეული კაცი, ქველმოქმედი, წარმატებული სპორტსმენი აღარ გვყავს"- წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დამსახურებული ბანკირი რეზო რობაქიძე.
 

"ბესო ... ჩვენი თაობის გამორჩეული ქუთაისელი, უდრეკი სულის კაცი ... ვუსამძიმრებ ოჯახს და ქუთაისს ... ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი" - წერს ჟურნალისტი ირაკლი ჯაოშვილი

შეგახსენებთ, ბესო მიქელთაძე აქტიურად ეხმაურებოდა ქალაქისათვის მნიშვმელოვან საკითხებს, სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის მერობის კანდიდატი, წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობიოს კანდიდატი. გასულ წელს კი ქუთაისიდან პარლამენტის განატანას აპროტესტებდა, რის გამოც შიმშილობის აქცია დაიწყო. როგორც ცნობილია, ის ამასთანავე მძიმე სენს ებრძოდა. 

ავტორი: ნიუპრესი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.08%
მცირე დარღვევებით - 10.26%
გაყალბებით - 66.67%
სულ - 39 ხმა