მსოფლიო სცენის ვარსკვლავი იანო ალიბეგაშვილი ქუთაისში იმღერებს
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრშიი მსოფლიო სცენის ვარსკვლავის, იანო ალიბეგაშვილსკონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას გერმანიში მოღვაწე ინსტრუმენტულ ანსამბლ "DEL- ARTE"–ი მიიღებს.
ქართველი სოპრანო ევროპის უდიდესი თეატრების სცენებზე მრავალფეროვანი რეპერტუარით გამოდის, ძირითადად, ვერდის და პუჩინის, აგრეთვე ჰენდელის, მოცარტის, როსინის, ბელინის ოპერებში, ის მსოფლიოს განთქმულ დირიჟორებთან და მომღერლებთან თანამშრომლობს, საზღვარგარეთ მას იანო თამარის სახელით იცნობენ, ფლობს იშვიათი სილამაზის ტემბრის ხმას(დრამატული სოპრანო), უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II–ს მიერ დაწერილი უნიკალური ნაწარმოები "ავე მარია" პირველად მან შეასრულა.
ოპერაში კონცერტი 5 მაისს გაიმართება, რომელიც გვირილობის ღონისძიებების ფარგლებში ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ორგანიზებით შედგება.
ავტორი: ნიუპრესი