|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ

კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მთავრობის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევის თაობაზე.

მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ იურიდიული თვალსაზრისით, პროექტს გასაწვევი არაფერი სჭირდა და იურიდიულად გამართული იყო, მაგრამ რაკი საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მიეცა, საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას დათანხმდა.

 მთავრობის გადაწყვეტილებას  გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება და ამბობს, რომ მარიხუანა ექსპორტისა და კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება საზოგადოების გამარჯვებაა, ამასთან აღნიშნავს, მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის კანონპროექტი პირადად ბიძინა ივანიშვილი დაკვეთა იყო და თუ მმართველი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის სავარძელს ხელში ჩაიგდებს, ეს კანონპროექტი უკან დაბრუნდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა