|
  • EUR 1 = GEL 3.6272
  • USD 1 = GEL 3.0747
|

მთავრობა კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს

მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის ვადა შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს.

„მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ელ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება შემდგომშიც გავაგრძლელებთ რეგისტრაციის ვადას. დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძლისა ჩვენს იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შეუმცირდა შემოსავალი ან შემოსავალი დაკარგა,“-აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია სახელმწიფოსგან.

ასევე  ფართოვდება თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობა:  "დაუვუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას, მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას,“-აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.59%
უარყოფითად - 47.06%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.35%
სულ - 68 ხმა