|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაუგებარია, რატომ არ იხსნება საზღვარი პოლონეთთან?" - "ევროპა ჩვენი სახლია" ხელისუფლებას აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ფრენების გახსნასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

ორგანიზაციის დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით,  მთავრობის გაუგებარი პოლიტიკის გამო ქვეყანა კარგავს, როგორც ყოველდღიურ ეკონომიკურ სარგებელს, ასევე მოკავშირეებთან ინტენსიურ კავშირებს, რაც წლების მანძლზე ჩამოყალიბებულ ურთიერთობებისთვის დამაზიანებელია.

"პოლონეთის პარლამენტის ვიცე-მარშალი მარია გოშიევსკა წუხილით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების  გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთანაც ფრენები აღდგება. იმ ფონზე, როცა საქართველო შენგენის წევრ 5 ქვეყანასთან არსებულ შეზღუდვებს აუქმებს და ყველაზე მჭიდრო კავშირის მქონე პოლონეთს საზღვარს არ უხსნის, ბუნებრივად ჩნდება კითხვა,  რა არის ამის რეალური მიზეზი?  კოვიდ 19-ის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, როგორც გერმანიის, ისე საფრანგეთის მონაცემები, კორონაინფიცირებულებისა და გარდაცვალების შემთხვევების მონაცემებით გაცილებით აღემატება პოლონეთის მონაცემებს. მინისტრ ცქიტიშვილის განცხადებით,  პოლონეთთან საზღვრის არ გახსნა უკრაინიდან მომდინარე საფრთხის გამო არ გადაწყდა. შესაბამისად,  იბადება შეკითხვა: ამ ქვეყნების ხელისუფლებები არ უფრთხილდებიან თავიანთ მოსახლეობას, თუ საქართველოს ხელისუფლებაში ეპიდმდგომარეობის კონტროლის რესურსი არ არსებობს.  თუ პოლონეთი სარისკო ზონას განეკუთვნება, მაშინ შენგენის სივრცის 5 ქვეყნიდან ირიბი საფრთხე გარდაუვალია,  განსაკუთრებით,  ესტონეთიდან და ლიეტუვიდან, რომლებსაც პოლონეთთან უპირობოდ აქვთ გახსნილი საზღვარი"-აცხადებს ორგანიზაციის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი. 

მისი თქმით, ქვეყანას პოლონეთთან განსაკუთრებული ურთიერთობებიო აკავშირებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნისთანავე პირველივე რეგულარული რეისი ვარშავასთან დაინიშნა, წლების მანძილზე კი ხუთამდე გაიზარდა პოლონეთის ქალაქების რაოდენობა, რომელთანაც ქუთაისს პირდაპირი საჰაერო კავშირი ჰქონდა, შესაბამისად,  აიხსნება პოლონელი ტურისტების მაღალი რიცხვი ვიზიტორების საერთო რაოდენობაში. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა