|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მთავრობის პოსტკრიზისული პროგრამა ქართული წარმოების განახლებას უკავშირდება"

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ  საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პოსტკრიზისული პროგრამის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, ეკონომიკური პროგრამების ჭრილში ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე კეთდება.
 
„ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქარის“ თავიდან ამუშავება, რამეთუ სრულად შეცვლილია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც, ამიტომ ისეთი წარმოებები, რომლებიც მაგალითად ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები, არა მხოლოდ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სადაც სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, არამედ სხვა მიმართულებებითაც. მათ შორის იმპორტის, არათუ შეზღუდვის, არამედ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ხელშეწყობის, რომ ჩვენ ჩვენი შიდა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ადგილობრივი წარმოების საშუალებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ავტორი: ნიუპრესი