|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მთელი დღე რომ იტაქსაონ, 200 000 ლარის ბენზინს მაინც ვერ დახარჯავენ"

"მთელი დღე რომ იტაქსაონ, 200 000 ლარის ბენზინს მაინც ვერ დახარჯავენ და საინტერესოა, სად მიაქვთ ამდენი საწვავი"-ამგვარად ეხმიანება პარტია "თავისუფალი საქართველო" ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის ხარჯებს.

პარტიის თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ბრიფიბგი ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებელთან გამართა და არსებულ კონტრასტზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, ამის ფონზე კი მერია 11 თვეში 200 000 ლარის საწვავს ხარჯავს.

გოგი წულაია მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს დაინტერესდეს, ქალაქებში არსებული პრობლემებით.

"სპეციალურად მოვედი აქ, რადგან მეჩვენებინა, როგორ ცხოვროვენ ადამიანები და ამის ფონზე, რა ოდენობის საწვავს ხარჯავს მერია. მთელი დღე, რომ იტაქსაონ ამ ოდენობის საწვავს ვერ დახარჯავ და საინტერესოა, სად მიაქვთ? მივმართავ ბიძინა ივანიშვილს ნუ უკვირს, მოქალაქეები რომ აგინებენ, დაინტერესდეს, როგორ მუშაობენ მერები და მიხვდება, რატომ არის ასეთი განწყობები"-განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, მერიის გარდა დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს საკრებულო და ააიპები, თუმცა ამის შესახებ გამოთთხოვილი საჯარო ინფორმაცია ჯერ არ მიუთიათ.

ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს ტრადიციულად არ აკეთებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი