|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გულით სურთ სამოქალაქო დაპირისპირება, მაგრამ ეს არ უნდა დავუშვათ"

ქყვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ქუთაისის საკრებულოს წევრი ირმა პეტრიაშვილი გამოეხმაურა.  უმრავლესობის დეპუტატი მიმდინარე მოვლენებს ხელოვნურად შექმნილს უწოდებს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ აგრძელებს  მოსახლეობაზე ძალადობას.  

"ყოფილი მეპატრონე ითხოვს საკუთრების უკან დაბრუნებას, რაც წაართვეს "ნაციონალური მოძრაობის"  ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს. სამართლიანობა უნდა აღდგეს,  თუ გვინდა ვაშენოთ ნორმალური სახელმწიფო.  მესმის, მტკივნეულია კომფორტის დათმობა, მაგრამ ნუ დაავიწყდებათ, რომ  საუბარია, სხვისი ქონების მითვისებაზე.  დღეს მოვისმინე გვარამიას განცხადება, სადაც ამბობს, რომ  "ჩვენ გავაშუქებთ იმას, რაც გვსურს და როგორადაც გვსურს".  როგორადაც ობიექტურობა მოითხოვს, ისე უნდა გაშუქდეს პროცესები და არა ისე, როგორც კონკრეტულ ადამიანს სურს.  ეს ყველაფერი ხელოვნურადაა  შექმნილი. გულით სურთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს, მაგრამ ეს არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

 

 

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა