მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ხვალიდან, 25 თებერვლიდან ამოქმედდება.
მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.
რაც შეეხება 21 საათიდან დილის 5 საათამდე არსებულ გადაადგილების შეზღუდვას, კვლავ ძალაში რჩება. უცვლები რჩევა ასევე ღია სივრცეში პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.
ავტორი: ნიუპრესი