მუხნარის ტყეში იმერული მუხისა და იფანის 10 000-მდე ნერგი დაირგვება
იმერეთის სატყეო სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი ხეების აღრიცხვა-აღნიშნულ ინფორმაციას სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ ტერიტორიის 2,4 ჰა ფართობზე დაირგვება იმერული მუხისა და იფანის 10 000-მდე ნერგი.
„სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ე.წ „საღორიის ტყეში“ (იმერეთის რეგიონი), იმერეთის სატყეო სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი ხეების აღრიცხვა. მიმდინარე წლის შემოდგომამდე განხორციელდება აღნიშნული ხეების ტყიდან გამოტანა, ხოლო შემოდგომის სეზონზე ტყის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ე.წ. „საღორიის ტყეში“ გაწმენდითი სამუშაოები 2016 წელსაც განხორციელდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული ტყის აღდგენის პროექტის თანახმად, ზემოაღნიშნულ ტერიტორიის 2,4 ჰა ფართობზე დაირგვება იმერული მუხისა და იფანის 10 000-მდე ნერგი.
აღსანიშნავია, რომ ნერგები გამოყვანილია ამავე ზონაში 2015 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწყობილ ტყის დროებით სანერგეში“, - ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი