|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მუხნარის ტყეში უნივერსიტეტის მშენებლობას ასეულობით ძირი ხე გადააყოლეს" - გოგი წულაია

ნაცვლად იმისა, რომ მუხნარის ტყე გადაარჩინონ, მიადგნენ და ხეები გაჩეხეს - ამგვარად ეხმიანება პარტია "თავისუფალი საქართველო" მუხნარის ტყეში მიმდინარე პროცესებს.

პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ტყეში უნივერსიტეტის მშენებლობის პარალელურად, ასეულობით ძირი ხე გაჩეხეს. წულაია პროცესის შეჩერებას და ტყის გადარჩენას მოითხოვს.

"მუხნარის ტყე სავალალო მდგომარეობაშია, ხმება უნიკალური ჯიშის ხეები, ნაცვლად ტყის გადარჩენისა, მიადგნენ და ასეულობით ძირი ხე გაჩეხეს. გადააყოლეს უნივერსიტეტს, რომელიც კაცმა არ იცის,  რა შედეგს მოიტანს. მშენებლობა კარგია, მაგრამ არა ტყის ხარჯზე. როგორც ამბობენ, ხეებს გზის გასაყვანად ჭრიან, არადა გზა უკვე არსებობს, მაგრამ ფული რომ დაზოგონ, მოკლე გზა გაყავთ და ამას სამ ადგილზე აპირებენ, რაც ტყის განადგურებას გამოიწვევს. ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა. მოვუწოდებ მოსახლეობას, დროზე გამიფხიზლდეს და გადაარჩინოს ტყე, თორემ მერე გვიანი იქნება"-განაცხადა გოგი წულაიამ. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას,  შეაჩროს ხეები ჭრა ტყის გადასარჩენად გეგმა შეიმუშაონ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა