|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მუხნარის ტყეში ხეები ისტორიულად რომ ხმებოდა, ეგ გააპროტესტონ" - ვახტანგ ცაგარელი

„რასაკვირველია, თანხმობის და რაც მთავარია, საკომპენსაციო ღირებულების ბიუჯეტში გადახდის გარეშე  ხეებთან დაკავშირებით არაფერი ხდება და არც მოხდება",  - განაცხადა ფონდი „ქართუს“ პროგრამების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა. მისი თქმით,  მათ ვინც ხეების ჭრას აპროტესტებს, სჯობს შეისწავლონ, ტყე რომ ნადგურდება და ის გააპროტესტონ.

„რასაკვირველია, თანხმობის და რაც მთავარია,  საკომპენსაციო ღირებულების ბიუჯეტში გადახდის გარეშე  ხეებთან დაკავშირებით არაფერი ხდება და არ მოხდება, თუ, რა თქმა უნდა,  საუბარია, უნივერისტეტის ტერიტორიაზე. მე არ ვიცი, ახლა თქვენ რაზე საუბრობთ. რაც მთავარია, ხალხმა, ვინც მაგას აპროტესტებს, ჯობია, შეისწავლოს იქაური ფლორა და ფაუნა და გააპროტესტოს, ისტორიულად  რომ ფუჭდებოდა და ხმებოდა ხეები ჭარბტენიანობის გამო. უნდა ვნახოთ,  რომელ ტერიტორიაზეა საუბარი, თუ ეს არის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორია,  იქ  არსებული ხეების ნახევრაზე მეტი არის უკვე დაზიანებული.  ჯობია, ის გააპროტესტონ, რომ ათწლეულებია, ხმება ტყის მასივი და  არა ის, რომ კანონის დაცვით ხდება დაზიანებული ხეების ბუნებრივი ამოღება“, - განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.

მისი თქმით, არსებობს ტყის მასივის გადარჩენის სამპუნქტიანი გეგმა.

ცაგარელის თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ოთხ სამშენებლო მოედანზე 7 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ჯამში, 12 კორპუსი აშენდება. რაც შეეხება  სასწავლო პროცესს, სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებენ.  კორპუსები 15 ათას სტუდენტზეა გათვლილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რაოდენობას პირველ წელს მიიღებენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა