|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბული-მუხურას საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოქმედებს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია, ხოლო დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა შეზღუდულია.

მათი თქმით, გზა გაწმენდილია და ტექნიკური მარილიც დაიყარა. რაც შეეხება ინფორმაციას, გზაზე ავტომობილების გაჩერების შესახებ, განმარტავენ, რომ შესაძლოა, მსგავსი შემთხვევა მართლაც მოხდა და არასათანადოდ აღჭურვილი ავტომობილის გამო გზაზე სხვა ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.

ამ დროისთვის გზაზე არცერთი ავტომობილო არ დგას. ტყიბულში ამ დროისთვის არ თოვს, პრობლემებს დაბალი ტემპერატურა ქმნის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა