|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომპანია 500 ლარით დაჯარიმდება - მერიის პასუხი მოქალაქეებს

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლები სკვერის განადგურებასა და ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

"ხეები გადაბელეს, ნაძვის ხე მოჭრეს, ჟანგბადს არ გვიტოვებენ, სინათლე ჩვენს სახლებში აღარ შემოვა, ბარემ გაგვასახლონ და ბიზნესმენები დატოვონ,  მხოლოდ მათ ინტერესებს  იცავენ,- აცხადებენ ადგილობრივები.

აქციაზე იმყოფებოდა  "პარტია თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია, რომელმაც ქალაქის მერიის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

"იწყებენ ახალი ბინის მშენებლობას, ერთი აშენებულია, მეორე  კორპუსს გვერდით აშენებენ, ყველანაირი კანონის დარღვევით იწყება ახალი მშენებლობა.  ცეცხლი რომ გაუჩდეს სახლს, სახანძროც კი ვერ მივა ჩასაქრობად, იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან ეს კორპუსები.  ხეები რომ მოჭრეს და გაანადგურეს, ეს კიდევ სხვა თემაა.  იმისთვის რომ ფული იშოვნონ, რას არ კადრულობენ.  რატომ სცემს მერია მსგავს მშენებლობაზე  ნებართვას?  რა უბედურებაა, მარტო მურღულიასი ეს ქალაქი?",-აცხადებს გოგი წულაია.

მოსახლეობის განცხადებით, სკვერი "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელს გელა გაგუას ეკუთვნის, მაგრამ გაფორმებული შპს"ალბას" დირექტორს მამუკა ორმოცაძეს აქვს. 

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიამ ხე კანონდარღვევით მოჭრა და შპს "ალფა+" სასამართლოში უჩივლებენ, რის შედეგადაც  კომპანია  500 ლარით დაჯარიმდება. რაღაც შეეხება მშებებლობას, მერიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა