|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მზად ვარ, როგორც ექიმი ჩავერთო კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში - ირაკლი შენგელია

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია მზადყოფნას გამოთქვამს  როგორც ექიმი ჩაერთოს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში. ამის შესახებ მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

„ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირების საქმეში მმართველი რგოლი აქტიურ მონაწილეობას იღებს, ვინაიდან ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ყველა ეტაპზე, მაღალია რადიოლოგიური კვლევების წილი.  როგორც ექიმ რადიოლოგი, მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი ფორმით და დროით, დამატებითი პირობების გარეშე ჩავერთო პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და დავეხმარო პირველადი ჯანდაცვის თუ ჰოსპიტალური სექტორის წამომადგენლებს სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად ექნებათ,“ - აცხადებს შენგელია.

 შეგახსენებთ,  რომ ირაკლი შენგელია პროფესიით რადიოლოგია, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციისა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრია. ირაკლი შენგელიას პროფესიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბელორუსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა