|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტურისტულ რეგიონებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოიყო

ტურისტულ რეგიონებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოიყო, - ამის შესახებ   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.

 როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  ძირითადად საუბარია ისეთ დასახლებებზე, რომელსაც უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს და იმის გამო, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს, მათი განვითარება ფერხდება.

 პროექტი USAID-ს  მხარდაჭერიით ხორციელდება.

ცნობისთვის, მზის პანელების საწარმო - “AE Solar”  ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეიქმნა.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა